მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში 20 წლის ქართველი დაკავების შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია იტალიაში
პოლიცია იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. ქართველი ახალგაზრდა სწორედ ამ დროს დააკავეს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე ციხიდან ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიცია ტურინის ქუჩებში - Sputnik საქართველო
იტალიის პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს გრადისკა დიზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტის აქტიური მონაწილეები დააკავეს. ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

„საკონსულო ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გარდაიცვალა გულის შეტევით და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდართან  დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება გორიციის პროვინციის პროკურატურამ დაიწყო. უახლოეს დღეებში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0