09:46 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1126)
297 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 36 წლის მამაკაცს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. პოლიციამ სურამში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საზარელი მკვლელობა სურამში: ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა >>

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაბა სურამში მამაკაცმა თავისი ცოლი ნაჯახით მოკლა და მიიმალა.

36 წლის ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“, - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)

მთავარი თემები