თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სურამში მამაკაცმა თავისი ცოლი ნაჯახით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეარხის მონაცემებით, გარდაცვლილი ქალი სხეულზე რამდენიმე ჭრილობით იპოვეს. რა გახდა სკანდალის მიზეზი მეუღლეებს შორის და რა გარემოებებში მოხდა დანაშაული, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს ოჯახში მომხდარი დანაშაულის მსხვერპლი 16 ადამიანი გახდა. სულ ჩადენილია 4600 მსგავსი დანაშაული, საიდანაც 61% გახსნილია.