06:20 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
109 0 0

მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ვადა 2020 წლის თებერვალში იწურება. თუ ამ ხნის განმავლობაში საქართველო მის მიღებაზე უარს იტყვის, თურქეთი იძულებული იქნება, ის გაათავისუფლოს.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თუ საქართველო არ დათანხმდება ცნობილი კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ მიღებას, მაშინ თურქეთი იძულებული იქნება იგი 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით. 

ამ დროისთვის გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტერპოლით იძებნება, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.

თურქული მასმედიის ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შემდეგ ოფიციალური ანკარა დიპლომატიური კავშირების საშუალებით მის ექსტრადირებას ცდილობს, თუმცა ქართული მხარე მის მიღებაზე უარს აცხადებს.

თურქული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ვადა 2020 წლის თებერვალში იწურება. თუ ამ ხნის განმავლობაში საქართველო მის მიღებაზე უარს იტყვის, თურქეთი იძულებული იქნება, ის გაათავისუფლოს.

დოსიე

მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს. მანამდე, 2018 წლის ივლისში მას განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში. მას დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში გორაძეს ჰქონდა კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან საქართველოში, რომლებიც მას პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ. ის მათ აძლევდა მითითებებს და „ქურდული ობშიაკის" თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებდა.

გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს „ლავასოღლი“ მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო, დაემუქრა მას და გააფრთხილა, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

მთავარი თემები