ვალეში თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს

გამოწერა
თურქეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად მებაჟე-ოფიცრებმა 69 გრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ვალეში" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად მებაჟე-ოფიცრებმა 69.05 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 41 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები>>

საქონლის საბაჟო ღირებულება 9 304 ლარია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ამავე ოდენობის ფულადი ჯარიმა.

ყველა ახალი ამბავი
0