კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 41 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები

გამოწერა
დანაშაულში მხილებულმა პირებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით საქართველოში მალულად შემოიტანეს არადეკლარირებული ძვირფასეულობა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, დანაშაულში მხილებულმა პირებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით საქართველოში მალულად შემოიტანეს არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

ჯამში ამოღებულია 517 გრამი ძვირფასეულობა, საქონლის საბაჟო ღირებულება 41 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0