20:58 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1625)
85 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როდესაც რამდენიმე პირმა მაღაზიის კარი გატეხა და შიგნით შეაღწია. როგორც აღმოჩნდა, მძარცველებმა ცალ-ცალი ფეხსაცმელი წაიღეს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ფეხსაცმელების მაღაზია გაქურდეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როდესაც რამდენიმე პირმა მაღაზიის კარი გატეხა და შიგნით შეაღწია.

არაოფიციალური ინფორმაციით, მძარცველებმა ცალ-ცალი ფეხსაცმელი წაიღეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1625)

მთავარი თემები