ბრიტანეთის მოქალაქის გაუპატიურებისთვის დაკავებულს შვიდი წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში ბრიტანეთის მოქალაქე გააუპატიურა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ პირს შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში ბრიტანეთის მოქალაქე გააუპატიურა.

პოლიციამ იგი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე დააკავა.

მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) აღიძრა, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა და დაკავებული დამნაშავედ ცნო.

ყველა ახალი ამბავი
0