13:28 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე" (28)
92 0 0

დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა. სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. შიმშილობა დაიწყო საპატიმროში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, იუწყება ტელეკომპნია Imedi.

დეკანოზის მოსანახულებლად საპატიმროში ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და ამავე დროს მისი ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფებოდა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი მამალაძეს საუბარიც კი უჭირს.

„ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი...“, - წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმისთვის შიმშილობა საფრთხეს წარმოადგენს. თორნიკე მამალაძის თქმით, ის შეეცდება, დეკანოზს შიმშილობა შეაწყვეტინოს.

მისი თქმით, პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, დეკანოზი საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს, ამიტომაც მთავრობა პატრიარქის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ურთიერთშეთანხმებით რჩება გიორგი მამალაძე საპყრობილეში.

დღეს ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ სიაში  დეკანოზი გიორგი მამალაძე არ მოხვდა. თუმცა წმინდა სინოდმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით 8 ნოემბერს მიმართა.

ამასთან, როგორც ადრე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. პრეზიდენტმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყალების გამკაცრებული კრიტერიუმების პირობებში მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამონაკლისი უნდა დაშვებულიყო, მაშინ, როდესაც ბევრი მსჯავრდებულის საქმის გადახედვა ვერ მოხდა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

 

თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე" (28)

მთავარი თემები