სალომე ზურაბიშვილს გორში საპროტესტო აქციით დახვდნენ

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი მაინც მიულოცავს შობას ქვეყნის მოსახლეობას გორიდან, სადაც წინასაშობაო კონცერტია დაგეგმილი

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საპროტესტო აქციით დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გორში, სადაც მან ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხეზე უნდა უმასპინძლოს, იუწყება პირველი არხი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები პლაკატებით ხელში მივიდნენ გორის ცენტრალური მოედანზე, სადაც საზეიმო ღონისძიებები არის დაგეგმილი.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძის შეწყალება მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა

მომიტინგეთა პროტესტი გამოიწვია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ სიაში არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. თუმცა წმინდა სინოდმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით 8 ნოემბერს მიმართა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მთავარ ნაძვის ხესთან მიახლოების უფლება არ მისცა, რის გამოც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მაინც მიულოცავს შობას ქვეყნის მოსახლეობას გორიდან, სადაც წინასაშობაო კონცერტია დაგეგმილი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, გორის თეატრის მსახიობები, გორის ფოლკლორული ანსამბლი და ქალთა კაპელა.

ბავშვები, რომლებიც პრეზიდენტის ნაძვის ხის დღესასწაულზე მივლენ, საშობაო საჩუქრებს მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0