წნორში დეიდის მკვლელობისთვის დაკავებულ 26 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

© Sputnik / Shota Nozadzeსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება ილიკო გურაშვილს საკუთარი დეიდის მკვლელობას და ძარცვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 26 წლის ილიკო გურაშვილს ბრალი დაუმძიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წნორში მკვლელობა 2 იანვარს მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, ილიკო გურაშვილმა საკუთარი დეიდა, სავარაუდოდ, თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ნასვამმა დისშვილმა დეიდას ფული სთხოვა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით 7-დან 15 წლამდე ვადით. თუმცა ბრალდების მხარე დაკავებულს განზრახ მკვლელობასთან ერთად მოკლულის სახლის ძარცვასაც ედავება. აქედან გამომდინარე სსკ-ის 108-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილით გაგრძელდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

გურაშვილს თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრალი დღეს წარედგინა.

დაკავებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა >>

ადვოკატ გია ფარადაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს, ხოლო ძარცვის ფაქტს არ ეთანხმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გურაშვილი ცხელ კვალზე დააკავა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.

გურაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ყველა ახალი ამბავი
0