თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მკვლელობა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, დისშვილმა დეიდა, სავარაუდოდ, თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ნასვამმა მამაკაცმა დეიდას ფული სთხოვა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.
მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და დეიდას ფულის გამოძალვის მიზნით აკითხავდა. პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით 7-დან 15 წლამდე ვადით.