07:27 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1164)
7901

წინასწარი ვერსიით, 59 წლის ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ვარკეთილში 59 წლის ქალი საცხობში გარდაცვლილი ნახეს, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

წინასწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წელს ბუნებრივი აირით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა მოხდა. პირველ იანვარს კახეთში საცხობში მამა-შვილი დაიღუპა. მათი გადარჩენა მოხერხდა, ისინი მკურნალობას თბილისში აგრძელებენ.

მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად ქუთაისში 21 წლის გოგონა დაიღუპა. ის თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1164)

მთავარი თემები