თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ვარკეთილში 59 წლის ქალი საცხობში გარდაცვლილი ნახეს, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.
წინასწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წელს ბუნებრივი აირით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა მოხდა. პირველ იანვარს კახეთში საცხობში მამა-შვილი დაიღუპა. მათი გადარჩენა მოხერხდა, ისინი მკურნალობას თბილისში აგრძელებენ.
მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად ქუთაისში 21 წლის გოგონა დაიღუპა. ის თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.