საახალწლო დღეებში დამწვრობის ცენტრში შესული პაციენტების უმრავლესობა ბავშვია

© photo: Sputnik / Stringerპიროტექნიკა
პიროტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ცენტრში შესულ პაციენტებს რთული დაზიანებები არ ჰქონიათ.

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საახალწლო დღეებში დამწვრობის ცენტრმა 30-მდე პაციენტი მიიღო, რომელთა შორის ძირითადად ბავშვები იყვნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი.

„საბედნიეროდ, სერიოზული, რთული შემთხვევები არ გვქონია, რომ სტაციონარული მკურნალობა დასჭირვებოდეთ. მათ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და გაეწერნენ ამბულატორიულად, თუმცა, ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით, ეს კიდევ არ არის პიკი და ბოლო შემთხვევები, მთელი ახალი წლის დღეების განმავლობაში, ძველით ახალ წლამდე და მოგვიანებითაც ველოდებით მსგავს შემთხვევებს“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის გამოყენებისას - დღესასწაული სადარდებლად რომ არ გვექცეს>>

მისი თქმით, რთული დაზიანებები დამწვრობის ცენტრში არ ყოფილა და პაციენტებს პირველადი დახმარება გაეწიათ. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პეტარდა, ე.წ. მაშხალა, შუშხუნა, ეს არ არის გასართობი და სათამაშო. საჭიროა ძალიან ზუსტად ინსტრუქციის შესრულება და ეს არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისათვის. ჩვენს კლინიკაში არ დასჭირვებია, თუმცა ბავშვთა კლინიკებში იყო შემთხვევები. სამწუხაროდ, დასჭირდათ თითების ამპუტაცია. მოხდა ორი პაციენტის გადამისამართება, სადაც ბავშვთა ტრავმატოლოგიური სამსახური იყო აუცილებელი, რადგან ამ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი თითის მოტეხილობა ჰქონდა პაციენტს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით,  პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო 33 - რეგიონებში.

პიროტექნიკით ვაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაშავდა

თბილისში დაშავებული 48 მოქალაქიდან ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში – 16 მოქალაქეს

1 იანვრის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. შვიდ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0