ფრთხილად! საქართველოში კიბერთაღლითები ახალი სქემით მოქმედებენ

© photo: Sputnikფულის მოხსნა ტერმინალთან
ფულის მოხსნა ტერმინალთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების განცხადებით, კიბერთაღლითობის და სხვისი თანხის მითვისების შემთხვევები გახშირებულია. ისინი მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის სრულიად ახალ მექანიზმს იყენებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ვირუსმა სხვადასხვა ქვეყნის IT–კომპანიებს შეუტია - Sputnik საქართველო
ფრთხილად, კიბერთაღლითობა! საქართველოს ბანკების ასოციაცია მოსახლეობას მიმართავს

ტელეკომპანიის ცნობით, პირები საბანკო ბარათების მონაცემებს სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით აკოპირებენ. აპარატი ინფორმაციას პირდაპირი კონტაქტის გარეშე, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებიდანაც კითხულობს. მოწყობილობა და მისი ნაწილები კი ინტერნეტ საიტებზე იყიდება.

ინფორმაციის გადმოწერა და შემდეგ უკვე თანხების გადარიცხვა შესაძლებელია ახალი ელექტრომოწყობილობის მიდებით ჩანთაზე ან საფულეზე, რომელშიც საბანკო ბარათია ჩადებული.

სპეციალისტების განცხადებით, ბოლო დროს კიბერთაღლითობის და სხვისი თანხის მითვისების შემთხვევები გახშირდა.

„რომ არ გავხდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი, აუცილებელია გვქონდეს ერთი ბარათი ცალკე უშუალოდ ელექტრონული ტრანზაქციებისთვის, რომელზეც მხოლოდ მაშინ გადავიტანთ თანხას, როცა ტრანზაქციას ვახორციელებთ. გადავიტანთ იმდენს, რამდენიც გვჭირდება იმ კონკრეტული შემთხვევისთვის. კარგია, თუ ბარათის უკან არსებულ უსაფრთხოების კოდს მარკერით დავმალავთ," - განაცხადა „უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია - CASE-ს" დამფუძნებელმა ლაშა პატარაიამ.

ექსპერტები მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0