გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს

© Sputnik / STRINGERგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავას ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაავალა, იუწყება პირველი არხი.

მას ასევე შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავას ბრალი ძალადობაში წაუყენეს - რა მოხდა აეროპორტში

გავრცელებული ინფორმაციით, უგულავასა და მის თანაპარტიელ გიორგი გაბაშვილს გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი საპასპორტო კონტროლს გადიოდნენ. ოპოზიციონერები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიფრინავდნენ. უგულავამ განაცხადა, რომ ლარნაკაში პოლიტიკური მიზეზით მიემგზავრებოდა და ეს თავდასხმა სწორედ ამას დაუკავშირა.

ჩატარებული დაკითხვების შემდეგ ოპოზიციონერებზე თავდასხმის საქმე შემოტრიალდა. უგულავასა და ასევე კიდევ ერთ პირს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა. აღსანიშნავია, რომ გოკა გაბაშვილი და კიდევ ერთი პირი დაზარალებულად ცნეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩატარდება, სადაც სასამართლო უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შემთხვევა პარლამენტში: სხდომათა დარბაზში კრიმინალისტები მუშაობენ >>

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავას ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქართველოში ბოლო თვეებში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მომიტინგეები საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წლიდან ჩატარებას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0