გიგი უგულავას ბრალი ძალადობაში წაუყენეს - რა მოხდა აეროპორტში

© Sputnik / Shota Nozadzeგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უგულავასა და მის თანაპარტიელ გიორგი გაბაშვილს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი საპასპორტო კონტროლს გადიოდნენ. ოპოზიციონერები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიფრინავდნენ.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერს გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, იუწყება პირველი არხი.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ >>

უგულავასა და მის თანაპარტიელ გიორგი გაბაშვილს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი საპასპორტო კონტროლს გადიოდნენ. ოპოზიციონერები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიფრინავდნენ.

გიგი უგულავას ბინაში ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უგულავა დასაკითხად აივანზე გაიყვანეს.

„ყველანაირ განვითარებას ველოდი დღეს, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბრალდებული მე ვარ, იმ ადამიანის ცემაში, რომელიც თავს დამესხა მე და შესაბამისად, თავისთავად ცხადია, სათვალით რატომ ვივლიდი ღამე, ესე იგი გარკვეული დაზიანებები მაქვს. გამოდის, რომ მე დავესხი საკუთარ თავს, მივიყენე დაზიანებები და ის ადამიანი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ძიუდოისტია, სპორტსმენია, თურმე არის უმანკო კრავი. ეს არის ივანიშვილის სამართალი. დაგესხმებიან თავს და მერე ბრალსაც შენ წაგიყენებენ... ხვალ თითქოს სასამართლო უნდა იყოს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, საპატიმროს ვერ მიიღებს, მაგრამ შეიძლება, შეეცადონ პასპორტი ჩამომართვან“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავამ.

ოპოზიციის აქტივისტებმა მცხეთაში კიდევ ერთი ხმაურიანი აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
ოპოზიცია უგულავას, ვაშაძისა და ბოკერიას მეთაურობით ხმაურიან აქციას მართავს მცხეთაში

უგულავა აღიარებს, რომ ლარნაკაში პოლიტიკური მიზეზით მიემგზავრებოდა და ამ თავდასხმას სწორედ ამას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ გოკა გაბაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი. მანამდე პოლიციას დაკითხვაზე ოპოზიციონერებზე თავდამსხმელი ორ პირი ჰყავდა.

გიგი უგულავას ბრალი სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქართველოში ბოლო თვეებში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მომიტინგეები საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წლიდან ჩატარებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0