14:32 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1179)
72 0 0

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

თავიდან დეპუტატები დიდხანს დავობდნენ იმის შესახებ, რამდენად იძლეოდა პარლამენტის რეგლამენტი პლენარული სხდომის დღეს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალებას. შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, მიეცემათ თუ არა დეპუტატებს სიტყვის თქმის უფლება. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც მანდატურებმა ჟურნალისტებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს – სერიოზული ინციდენტი მოხდა ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტთან.

მოგვიანებით ჟურნალისტები დარბაზში დააბრუნეს და მათ ოხანაშვილისგან განმარტება მოითხოვეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. „მე ეს არ დამინახავს“, – განაცხადა ოხანაშვილმა და მასმედიის წარმომადგენლებს წესრიგისკენ მოუწოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

დღეს პარლამენტში სხვა ინციდენტიც მოხდა. გარკვეულ მომენტში სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი გავრცელდა, რის გამოც გამოძიება „ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების" მუხლით დაიწყო.

მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობას დღეს მხარი დაუჭირეს. დღეიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოს 12 ახალი მოსამართლე ჰყავს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1179)

მთავარი თემები