რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჩრდილელმა პარლამენტის დატოვება

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთარ ჩრდილელის თქმით, ის თითქმის ერთი წლით ადრე ტოვებს პარლამენტს, სადაც შეიძინა : მეგობრები, გამოცდილება და შაქარი

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წასვლის მიზეზად დეპუტატმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, რომელთა უმრავლესობას ტენდენციურობასა და სასამართლოს კლანურ მართვაში ადანაშაულებდნენ. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე 14 ადამიანი გახდა.

დეპუტატ აკაკი ზოიძეს უფლებამოსილება შეუწყდა >>

„თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ღირებულია ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება“, – დაწერა ოთარ ჩრდილელმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ჩრდილელმა დამოუკიდებელი დეპუტატობა არ მოინდომა, რადგან მიიჩნევს, რომ ამის უფლება არ გააჩნია. ჩრდილელი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის მოხვედრილი.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 12 ახალი მოსამართლე ჰყავს – ოპოზიციის პროტესტმა არ გაჭრა

„ერთი წელია, ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსენსუსამდე. რა შედეგიც დადგა - ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა, მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში? – არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი“, - ასე ახსნა ოთარ ჩრდილელმა საკუთარი გადაწყვეტილება.

როგორც ჩრდილელმა აღნიშნა, მისთვის, ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნა ინდივიდუალიზმი.

„ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა, ჩანს, რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია“, - აღნიშნა ჩრდილელმა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

წლის დასაწყისიდან მმართველი პარტია ჩრდილელის გარდა დატოვა 26 დეპუტატმა, რომელთა უმრავლესობა დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა და ოპოზიციაში გადავიდა.

ბევრმა მათგანმა „ქართული ოცნება“ 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ დატოვა. ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას გულისხმობდა.

რაც შეეხება ოთარ ჩრდილელს, ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტში დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ წარდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს. ამ პროექტმა ბესელიასა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებს შორის უთანხმოების ახალი ტალღა ააგორა. ბესელია საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადადების ინიციატივით გამოვიდა. მან მიზეზად მოსამართლეების შერჩევის სისტემის გაუმჯობესება დაასახელა, რათა სასამართლოები პროფესიონალი და მაღალი პიროვნული თვისებების მქონე პირებით დაკომპლექტდეს. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ინიციატივა ჩააგდო.

ყველა ახალი ამბავი
0