გაზით მოწამვლა თბილისში: და დაიღუპა, ძმა რეანიმაციაშია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაქირავებ ბინაში ერთხელ უკვე ჩახსნეს საშიში მოწყობილობა, თუმცა მოგვიანებით ეს დანადგარი კვლავ დაამონტაჟეს.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად 33 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მისი 22 წლის ძმა რეანიმაციაში აღმოჩნდა, იუწყება დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი".

შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, დაქირავებულ ბინაში მოხდა, სადაც ღია წვის კამერიანი დანადგარი იყო დამონტაჟებული.

სახიფათო მეზობლობა: რას გადაურჩა ფიროსმანის ქუჩა გუშინ>>

ამ ბინაში „თბილისი ენერჯის" ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩახსნა საშიში დანადგარი, თუმცა იგივე მოწყობილობა მოგვიანებით კვლავ დაამონტაჟეს.

„კომპანია „თბილისი ენერჯი" კატეგორიულად გაფრთხილებთ – ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის! გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და თვითნებურად არ დააერთოთ ჩახსნილი დანადგარები. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატისტიკური მონაცემებით, 70% შემთხვევებში მოწამვლის ან სიკვდილის მიზეზი ნაქირავებ ბინებში სწორედ საშიში გაზის დანადგარების გამოყენებაა.

პირველი არხის ინფორმაციით, შსს-მ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0