სროლა წალენჯიხაში: პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდის სასამართლოს შენობა
ზუგდიდის სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა პოლიციელმა ბესო ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და წარდგენილი ბრალდების მიმართ მისი პოზიცია უცნობია.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა ბრალდებული სამართალდამცველის ბესო ფიფიას საქმეზე, რომელმაც წალენჯიხაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ნასვამმა პოლიციელმა წალენჯიხაში კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა >>

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა.

„ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და გვიან, 3-4 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში, რაც წარმოადგენს მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა პაპავამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა არასაპატიმრო გირაოს შეფარდებაზე 100 000 ლარის ოდენობით, რაც გამოძიების განმავლობაში გირაოს უზრუნველყოფით ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობდა.

პროკურორის განცხადებით, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზეა და მოწმეების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოკითხული. საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული.

ბრალდებულმა პოლიციელმა ბესო ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების მიმართ მისი პოზიცია უცნობია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს ჩაინიშნა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0