ნასვამმა პოლიციელმა წალენჯიხაში კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველმა სროლა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისა და პოლიციელების მიმართულებით დაიწყო.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წალენჯიხაში პოლიციელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
პოლიციელმა შეყვარებულის ყოფილი ქმარი მოკლა და 17 წლით პატიმრობა დაიმსახურა

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან სროლა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისა და პოლიციელების მიმართულებით დაიწყო.

ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა პოლიციელის ავტომობილი.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0