10:21 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
პოლიცია საპროტესტო აქციაზე

დაპირისპირების ტალღა რეგიონებში - ხულოში დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაური იყო

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (155)
50 0 0

აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლასა და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მოგვიანებით კი ცოცხები დაუშინეს

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან დაპირისპირება იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ერთმანეთს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლასა და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მოგვიანებით კი ცოცხები დაუშინეს.

„ქართული ოცნების“ ნაცვლად „ქურდული ოცნება“ და მაჟორიტარის ნაცვლად მონა. დღეიდან ანზორ ბოლქვაძეს ჰქვია სახელი – მონა, ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა“, - განაცხადა „ალტერნატივას“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ.

„მონა“ –  სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ბიუროს შენობაში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეები გარეთ გაიყვანეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

ამ დროისთვის ბიუროსთან აქცია დასრულებულია.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა 14 ნოემბრის - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესწორებები ჩააგდო. ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიპლომატიურმა კორპუსმა მოაწყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ კვირაში პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. აქციები გაიმართა მცხეთაში, ქობულეთში, ქუთაისში.

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (155)

მთავარი თემები