09:14 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
მოსამართლის ჩაქუჩი

პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ორ ბრალდებულ პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (633)
52 0 0

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში დაპირისპირება ორ ოჯახს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის 27 ნოემბერს მოხდა. დაპირისპირებისას ერთი პირი, 37 წლის ვისო მუთოშვილი  დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. სამართალდამცველებმა  მამაკაცის  განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი - 1998 წელს დაბადებული არბი ქავთარაშვილი  და 1990 წელს დაბადებული რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არბი ქავთარაშვილსა და რამაზ ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

ბრალდების მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა რამდენი არგუმენტით ახსნა, მათ შორის დასახელდა მტკიცებულებების განადგურების, ქვეყნიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას მიესალმებიან იმ არგუმენტით, რომ ხეობაში გვარებს შორის მორიგი დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული.

ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 2020 წლის 22 იანვრისთვის ჩაინიშნა.

სისხლიანი დაპირისპირება პანკისში: ერთ-ერთი დაჭრილი ინტერპოლით ძებნილია >>

დაკავებულებს  ბრალი ოფიციალურად გუშინ ღამით წარედგინა.  საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ადგილობრივები ურთიერთშელაპარაკების ორ მიზეზს ასახელებენ, პირველია - პანკისში ჰესის მშენებლობა, ხოლო მეორე ვერსიად კი ზემოთ ხსენებულ ორ ოჯახს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (633)

მთავარი თემები