ერთი წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობა გახსნილია

© Sputnik / STRINGERგამომძიებელ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე
გამომძიებელ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ვერსიით, ფინანსური უთანხმოების გამო დაკავებულმა თავის ბიზნეს-პარტნიორს დაურეგისტრირებელი იარაღიდან ესროლა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. იმერეთის პოლიციამ გახმაურებული მკვლელობა გახსნა, რომელიც 2018 წელს მოხდა. საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევია.

2018 წლის მაისში ვანის რაიონში, მდინარე რიონის ნაპირზე ლითონის კასრში აღმოაჩინეს მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა 42 წლის მამაკაცის ვინაობა.

სპეცრაზმის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
რა მოხდა პანკისის ხეობაში: პოლიციამ მკვლელობა გახსნა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თავისი ბიზნეს-პარტნიორი ფინანსური უთანხმოების ნიადაგზე აღმოცენებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოკლა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა თავის ბიზნეს-პარტნიორს საკუთარი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფიდან ესროლა.

დანაშაულის დაფარვისა და კვალის განადგურების მიზნით ბრალდებულმა ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და დაწვა. ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი ეჭვმიტანილმა საკუთარი ავტომობილით ვანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით გაიტანა და კასრი ცხედრითურთ რიონში გადააგდო.

ბრალდებულმა ბრალი აღიარა.

გამოძიება მიმდინარეობს „განზრახ მკვლელობის" მუხლით, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0