სარფთან  ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი სამშობლოში თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც ის სამუშაოდ იმყოფებოდა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სარფთან  გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2

ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ის სამუშაოდ იმყოფებოდა. 30 წლამდე მამაკაცი საჩხერეში, სახლში ბრუნდებოდა.

16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ>>

გარდაცვლილს თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რაც ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ყველა ახალი ამბავი
0