სარფთან  ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი სამშობლოში თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც ის სამუშაოდ იმყოფებოდა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სარფთან  გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ის სამუშაოდ იმყოფებოდა. 30 წლამდე მამაკაცი საჩხერეში, სახლში ბრუნდებოდა.

16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ>>

გარდაცვლილს თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რაც ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ყველა ახალი ამბავი
0