აფეთქება გლდანში: მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აფეთქდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ცოტა ხნის წინ გლდანში ბუნებრივი აირი აფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.

კახეთში გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა>>

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, ასევე მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახურიც. რა გახდა აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0