07:21 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

ქობულეთში ავტოავარიის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1020)
90 0 0

საბედისწერო ავტოკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა მშობლების ნებართვის გარეშე ავტომობილით გასეირნება გადაწყვიტეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი საბედისწერო ავტოავარიის შედეგად კიდევ ერთი მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

მოზარდები ავტოავარიაში 29 ოქტომბერს მოყვნენ. ავტომობილში ექვსი მეთორმეტეკლასელი იჯდა. აქედან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი სერიოზული ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქობულეთში ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან>>

ერთ-ერთი ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო. მას რამდენიმე დღის წინ ყბა-სახის ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახლა საავადმყოფოში კიდევ ერთი დაშავებული რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტომობილს ერთ-ერთი მოზარდი მართავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

საქართველოში იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ორი ათასზე მეტი ავტოავარია დაფიქსირდა. აქედან სასიკვდილო შედეგით დასრულდა 246 შემთხვევა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1020)

მთავარი თემები