ქობულეთში ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამას ეკუთვნის, ექვსი არასრულწლოვანი იჯდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მომხდარ ავტოავარიას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება TV 25.

სოფლის გზაზე ავტოავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა. ავტომობილში, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამას ეკუთვნის,  ექვსი არასრულწლოვანი იჯდა. დაშავებულებს შორის ორი გოგონაა, მათ შორის არიან ბიძაშვილებიც. თვითმხილველების განმარტებით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი მეთორმეტეკლასელი ბიჭი გარდაიცვალა. დანარჩენები კი მძიმე მდგომარეობაში ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0