11:44 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1879)
118 0 0

ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მგზავრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალა-ტვინის ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობა დაუდგინდა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 20 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ვაკე–საბურთალოს რაიონში გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მგზავრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ახალგაზრდა მამაკაცს ქალა-ტვინის ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობა დაუდგინდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1879)

მთავარი თემები