უნივერსიტეტის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა

თბილისი, 12 ნოემბერი  — Sputnik.  თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება ქართული მედია. 

პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია რუსთავი-ლილოს გზაზე: ავარიას 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალი ემსხვერპლნენ

შემთხვევა ვაკე–საბურთალოს რაიონში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მგზავრი კი დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0