„ვერ ისვენებს ცრუ თამთა, რამდენი რამ არ ვთქვი“ – თამთა თოდაძემ მარიამ კუბლაშვილს უჩივლა

© Photo: Mariam Kublashvili / FBმარიამ კუბლაშვილი
მარიამ კუბლაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ კუბლაშვილის თქმით, საჩივარი იმ განცხადებებს ეხება, რომელიც მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას გააკეთა

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უჩივლა, ინფორმაციას მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
სექს-სკანდალი საკრებულოში: ნინო ლომჯარია დაზარალებულ თამთა თოდაძეს შეხვდა

ადვოკატის თქმით, საჩივარი იმ განცხადებებს ეხება, რომელიც მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას გააკეთა.

„ჩემი მონაცემები გააჟღერაო. ნიკას ვერ გაუბედა ჩივილი, სჭირდება, არადა სწორედ ნიკასგან, ამავე გადაცემის მეშვეობით გავიგე სხვა სისხლის სამართლის საქმის შესახებ, სადაც უსაფუძვლოდ, ანალოგიურად დააბრალა კაცს ძალადობა. რამდენი რამ არ ვთქვი
სწორედ იმ გადაცემაში და გავჩუმდი, რამდენი მაქვს სალაპარაკო. როგორ ვერ ისვენებს პატარა ცრუ თამთა, როგორ მარტივად გავშიფრე პირველივე დღიდან დედა-შვილის გამოცდილება და იაფი სცენარი, ჯერ ეს დასაწყისია“, – წერს ადვოკატი.

პოლიცია თბილისის საკრებულოს დეპუტატის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის მიერ მისი თანაშემწე ქალის მიმართ შესაძლო ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს „ძალადობა", „სექსუალური ხასიათის ქმედება" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება". ამ დროისათვის პოლიციამ გამოკითხა დაზარალებული ქალი და სხვა პირები და დანიშნა ექსპერტიზა.

ილია ჯიშკარიანი - Sputnik საქართველო
სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა

თავად დეპუტატი ყველაფერს უარყოფს, ხოლო თამთა თოდაძე ჰყვება, რომ დეპუტატი მასთან სექსუალურ კონტაქტს შეეცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და მომხდარის ტელეფონზე გადაღებით დაემუქრა, ჯიშკარიანმა ის სცემა, ხოლო ტელეფონი დაუმტვრია.

ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას სთხოვა – საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0