ყვარელში ავტოავარიას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილში მყოფი ხუთი ადამიანიდან ერთი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება ქართული მასმედია.

ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილას - Sputnik საქართველო
ავარია წყალტუბოში: ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ხუთი ადამიანიდან ერთი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ექიმების შეფასებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0