ავარია წყალტუბოში: ერთი ადამიანი დაიღუპა

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილას
ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება მიმდინარეობს მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0