02:55 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (934)
164 0 0

სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა.

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

39 წლის მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა, შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულს სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა.

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. სამი ადამიანი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა ბოლომდე მძიმე რჩებოდა.

სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შესახებაც ბინის მფლობელი რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.

აფეთქების შედეგად კორპუსში დაინგრა კედლები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. მობინადრეები კორპუსში დაბრუნებას ახლაც ვერ ახერხებენ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (934)

მთავარი თემები