11:07 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ჰეროინი

ქუთაისში 73 წლის მამაკაცს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ აღმოაჩნდა

CC BY 2.0 / Derek A. / In-House Drug Lord?
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (573)
192 0 0

პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 73 წლის ო.ჩ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს >>

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (573)

მთავარი თემები