თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 73 წლის ო.ჩ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს >>
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.