შესახლება არარეკომენდებულია: აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი გამაგრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსახლი გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა
სახლი გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანდა მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები, ასევე საყრდენი კედლები.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარებამდე იმ მრავალსართულიან სახლში ცხოვრება, სადაც 19 ოქტომბერს მძლავრი აფეთქება მოხდა, რეკომენდებული არ არის, განაცხადა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ.

კალაძე გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა>>

აფეთქება მეტროს სადგურ „ღრმაღელესთან" გამთენიისას მოხდა კორპუსის მეოთხე სართულზე. აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ერთ-ერთმა სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო.

„ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ლოკაციაზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მეოთხე ხარისხს", – განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს.

კორპუსი გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
აფეთქება გურამიშვილზე: როდის დაბრუნდება მოსახლეობა საკუთარ ბინებში

„მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვიდრე კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის", – აღნიშნა სამხარაძემ.

აფეთქების ცენტრში მოყოლილი ბინების მცხოვრებლებისთვის მერია ამჟამად ბინებს ქირაობს. საუბარია 15 ოჯახზე.

ჯერჯერობით ამ სახლის მცხოვრებლები, 230-ზე მეტი ადამიანი სასტუმროებშია განაწილებული.

თბილისში მომხდარი აფეთქების საშინელი შედეგები – ფოტო>>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0