12:10 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1796)
98 0 0

დაშავებულს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმის თქმით, დაშავებული ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ავარიისას დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს მოხდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქვეითად მოსიარულე მოზარდს მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადარბოდა.

„ამტელ ჰოსპიტალის" ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ წივწივაძის განცხადებით, მოზარდს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება.

„სპეციალისტებმა შეამოწმეს, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ იკვეთება“, – აღნიშნა ექიმმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1796)

მთავარი თემები