ავარია ხობში: დაშავებული მძღოლი მანქანიდან რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ ამოიყვანეს

© photo: courtesy of Nika Latariaავტოავარია ხობის მუნიციპალიტეტში
ავტოავარია ხობის მუნიციპალიტეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ ჭალადიდთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სატვირთოს მძღოლი.

მძღოლის მანქანიდან ამოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მძღოლი მანქანიდან ახლახან ამოიყვანეს.

მედიკოსების შეფასებით, 48 წლის მამაკაცს აღენიშნება ტრავმული შოკი, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და პოლიტრამვა და მისი რეფერირება რეანიმობილით  სპეციალიზებულ კლინიკაში უახლოეს საათებში მოხდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშარებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებული იყო.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0