საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოზარდს დაეჯახა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქვეითად მოსიარულე მოზარდს მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადარბოდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0