თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქვეითად მოსიარულე მოზარდს მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადარბოდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია