თბილისში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარი მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცეცხლი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ჩაქვში ხანძარი გაჩნდა: მძღოლმა ალმოდებული ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 20 კვადრატული მეტრი ფართობის დამხმარე ფართი, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გვერდით იყო განთავსებული.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურებულია ძველი ნივთები.

ადგილზე ისნის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს, მიმართვის შემთხვევაში, დახმარებას აღმოუჩენენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0