თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარი მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ცეცხლი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 20 კვადრატული მეტრი ფართობის დამხმარე ფართი, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გვერდით იყო განთავსებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურებულია ძველი ნივთები.
ადგილზე ისნის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს, მიმართვის შემთხვევაში, დახმარებას აღმოუჩენენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.