18:07 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
მეხანძრე-მაშველი

თბილისში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს - ვიდეო

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (964)
95 0 0

მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში სამრეკლოს ქუჩაზე მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მამაკაცი ჭაში იყო ჩავარდნილი და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ჭიდან ამოიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, აცხადებენ უწყებაში.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (964)

მთავარი თემები