11:45 25 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0370
  • 100 RUB4.2987
  • USD2.8079
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (53)
89 0 0

ბინის მფლობელი რამდენჯერმე გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ეს დანადგარი სახიფათოა

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ბინაში, რომელშიც შაბათ დილით აფეთქება მოხდა, გაზდანადგარი კუსტარულად დამონტაჟებული იყო, უამბო ჟურნალისტებს გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

„გვეგონა მთელი რაიონი აიწია“ - კორპუსის მაცხოვრებლები აფეთქებას იხსენებენ >>

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

„აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ ჯგუფის შემოწმების მიერ, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიშია აღნიშნული წყალგამაცხელებელი. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები ურეკავდნენ ბინის მფლობელს გაზდანადგარების განმეორებითი შემოწმების მიზნით, მაგრამ ის არ პასუხობდა და კარს არ აღებდა“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილია ოთხი ადამიანი. დაღუპული არავინაა.

Взрыв газа в жилом доме на проспекте Гурамишвили в столице Грузии
© Sputnik / Alexander Imedashvili
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

თემები:
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (53)

მთავარი თემები