„გვეგონა მთელი რაიონი აიწია“ - კორპუსის მაცხოვრებლები აფეთქებას იხსენებენ

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალსართულიანი კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა, „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ინციდენტის დეტალები უამბეს.

აფეთქება თბილისში - ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ავტომობილები >>

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

„საშინელი ხმა იყო, ყველანი გამოვცვივდით გარეთ. აფეთქება იყო მეოთხე სართულზე, იქიდან დაშავებული გამოიყვანეს. ამბობენ, ცოცხალია“, - აცხადებს მეორე სართულის მობინადრე თამარ ბერიშვილი.

„ბავშვებს ეძინათ, წყლის დასალევად ავდექი... მესამე სართულზე ვცხოვრობთ, აფეთქება პირდაპირ ჩვენს ქვემოდ მოხდა. ყველაფერი დაგვენგრა: კედლები, ჭერი, ჩამსხვრეულია ფანჯრები, ფანჯრის ჩარჩოებიც დაზიანებულია“, - უამბო ჩვენს კორესპონდენტს მთვარისა ბუზაშვილმა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულებს 4 წლით პატიმრობა შეეფარდათ

„აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კინაღამ საწოლიდან გადმოვცვივდით. გვეგონა, მთელი ჰაერში აიწია“, - ყვება მეზობელი კორპუსის მცხოვრები ირაკლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილია ოთხი ადამიანი. დაღუპული არავინაა.

ამ დროისათვის კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია.

ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ყველა ახალი ამბავი
0