20:06 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
პოლიციის განყოფილება

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (576)
123 0 0

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხაშურში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე თავის არეში დაჭრა >>

ბრალის წარდგენას შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში დეკანოიძის ადვოკატი, ლარისა ჩადუნელი ესწრებოდა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, მას ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია.

„ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა. მისული იყო, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დალაპარაკებოდა. შემდგომ მოხდა შელაპარაკება“,- განაცხადა ადვოკატმა.

შემთხვევა 11 ოქტომბერს ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს 30 წლის  ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ორი ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა, რომელიც ეჭვმიტანილმა დაზარალებულის სამსახურში – მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეაგდო.

დასახელდა ყველაზე გავრცელებული დანაშაულები საქართველოში >>

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ქალს ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვების ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდებოდა აღნიშნული კონფლიქტი.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (576)

მთავარი თემები